„სამეფო კარის თამაშების“ მე-5 სეზონმა ამერიკული სატელევიზიო პრემია. „ემის“ 67-ე 2015 წლის დაჯილდოებაზე, 24 ნომინაციიდან 12-ში გაიმარჯვა, რითაც ცერემონიის ისტორიაში რეკორდი დაამყარა.
ჯორჯ მარტინის რომანის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მიხედვით გადაღებულმა სერიალმა მთავარი ჯილდო - „საუკეთესო დრამატული სერიალის“ ტიტული მოიპოვა.
გარდა ამისა, სერიალმა წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარის, სპეც-ეფექტებისა და მთელი რიგი ნომანიცების ტიტულის მოპოვება შეძლო.
წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის მსახიობის ნომინაციაში , პიტერ დინკლეიჯმა (ტირიონ ლანისტერი) გაიმარჯვა.
„სამეფო კარის თამაშები“ „ემიზე“ 2011 წლიდან ყოველწლიურად არის წარდგენილი , თუმცა საუკეთესო დრამატული სერიალის ნომინაციაში გამარჯვება მხოლოდ წელს შეძლო.
წლის საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალად "ვიცე-პრეზიდენტი" დასახელდა.
კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობებად ჯულია დრეიფუსი და ჯეფრი ტემბორი აღიარეს.





მასალის გამოყენების პირობები






