,,დღემდე არასოდეს მიპასუხია იმ ცრუ ბრალდბებზე, რომელსაც სილიბისტრო რობაქიძე (პასპორტში მას ასე უწერია, როგორც მე - გურგენი) და ქალბატონ ია მეტრეველი 9 წლის მანძილზე მიყენებდნენ. არასოდეს გამიცია იმ შეურაცხყოფებზე პასუხი, რომელსაც ეს დაზარალებული ოჯახი ამ წლების განმავლობაში მაყენებდნენ ტელევიზიით, პრესით და ა.შ. მიზეზი კი მათი ოჯახის ტრაგედია იყო , ამიტომ ვიკავებდი თავს მათ მდგომარეობაში შევდიოდი,არ ვპასუხობდი ამ ერთადერთი მიზეზის გამო.
დღეს უკვე აღარ ვაპირებ სილიბისტრო რობაქიძისა და ია მეტრევბელის ცრუ განცხადებებზე და ბრალდებებზე გაჩუმებას, რადგან ეს ადამიანები ჩემთვის ამ შემთხვევაში დაზარალებეულები კი არ არიან თავდამსხმელები გამოდიან, რომლებიც საზოგადოებას ატყუებენ, ამ წლების განმავლობაში არაერთი ბინძური ტყუილი, არაერთი უსაფუძვლო ბრალდება, რაც გაჩნდა საზოგადოებაში ჩემი მისამართით, სწორედ მათი განცხადებების, უაპელაციო ბრალდებების დიდი დამსახურებაა," - აცხადებს დონაძე.
როგორც დონაძე აღნიშნავს, მას არანაირი დაინტერესება არ ჰქონია აზარიაშვილზე ზეწოლა მოეხდინა და არც აზარიაშვილის დაკავება შედიოდა მის ინტერესებში.
,,სილიბისტრო რობაქიძის დღევადელი განცხადება, თითქოს მე მიმიძღვის წვლილი კახა აზარიაშვილის დაკავებაში არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი. სილიბისტრო რობაქიძე არის მატყუარა და იცავს მას, ვიზეც რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ ჩემი შვილის მეგობრები არ არიანო. თუ არ იცნობს აზარიაშვილს, საიდან აქვს ინფორმაცია რომ ნარკოტიკზე იყო დაკავებული აზარიაშვილი? ან დონაძეს რა შეხება უნდა ჰქონოდა და ჩემს ინტერესში რატომ უნდა ყოფილიყო მისი დაკავება? ვიწყებ სარჩელების მზადებას , მოვითხოვ დამიდასტურონ ჩემი ინტერესი რაში იყო," - ამბობს დონაძე.
დონაძის განცხადებით, რობაქიძემ კიდევ ერთხელ იცრუა, რადგან აზარიაშვილი თავად წერს, რომ მანქანაში სადაც მეგობრებთან ერთად იჯდა, სადაც იყო ბუტა (ამირან) რობაქიძეც, ედო მაკაროვის ტიპის პისტოლეტი. როგორც დონაძე ამბობს, ამ განცხადებით აზარიაშვილმა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოს მიმართა.
,,განცხადება საკუთარი ხელით დაწერა 14 ოქტომბერს 2006 წელს და განცხადებით შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარ სამმართველოს მიმართა და როგორ მოვახდინე მასზე ზეწოლა. რამდენ ტყუილსაც გააჟღერებს რობაქიძე მექნება ადეკვატური პასუხი, მტკიცებულებებით წარმოდგენილი. აღარ ვაპირებ მის ტყუილები შევირჩინო, თუმცა არ ვაპირებ შეურაცხყოფებით ვუპასუხო და ცინიკურტად ველაპარაკო არ ვაპირებ მას ვუპასუხო ისეტივე სიბორიტთ როგოც განწყობილია ჩემს მიმართ. ვურჩევ ჩაიხედოს საქმეში და იმ სწორ გზას დაადგეს, რომელიც მან აირჩია რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ისევ გადათქვა,"- აცხადებს დონაძე.
როგორც დონაძემ ,,ნიუპოსტთან" საუბრისას განაცხადა, ის სარჩელის შეტანას აპირებს და აცხდებს:
,,რობაქიძეს ბევრი ტყუილი დაუგროვდა, ამას სასამართლოზე წარმოვადგენ და მაგალითად მოვიყვან მის მიერ ერთ-ერთი გაზეთისათვის მიცემულ ინტრვიუს,სადაც სილიბისტრო რობაქიძე ამბობს,რომ მისი შვილი დონაძემ მოკლა და ამის ორი მოწმე ჰყავს, მე მოვითხოვ მოიყვანოს მან ის ორი მოწმე ."
მასალის გამოყენების პირობები






