გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილიაა ვარაუდობს, რომ მოსამართლე ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მიუსჯის.
მისი ინფორმაციით, უკვე გაფრთხილებული საბადრაგო სამსახური, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ უგულავა ისევ ციხეში დააბრუნონ.
„განაჩენს აცხადებს მოსამართლე ღამის 10 საათზე, ისე რომ განხილვა მხოლოდ დღეს მორჩა. განაჩენს აცხადებს საქმეზე, რომელიც 100 ტომზე მეტს მოიცავს და რომლის მიმდინარეობისას 150 მოწმე დაიკითხა. ეს არის ხელისუფლების დაკვეთის შესრულება. ეს არის მეჭიაურის და ვოლსკის მიერ დაანონსებული გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის ბოლო სერია. ის, რომ დაწერილი აქვს მოსამართლეს გადაწყვეტილება, ადვილად მისახვედრია. საქალაქო სასამართლოსთან 2 ავტობუსით პოლიციაა მობლიზებული. ასევე მობილიზებბულია საბადრაგო სამსახური და სპეცრაზმი. მოსამართლემ წინასწარ შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეცრაზმს, რომ მოდით უგულავას ვიჭერო“, - განაცხადა ბასილაიამ.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას 22:00 საათზე გამოაცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






