შემთხვევის ადგილზე საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი იარაღების განმუხტვა დაუყოვნებლივ ხდება - ხაჟალია
სამართალი - 20:42, 18 Sep, 2015     3457

ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე დღეს პროკურატურის ოთხი მოწმიდან მნიშვნელოვანი იყო შალვა ნიქაბაძის, იმდროინდელი გამომძიებლის, დაკითხვა. მან შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და შესაბამისი ოქმიც შეადგინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ დაცვის მხარის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ განუცხადა.

„ნიქაბაძემ რამდენიმე ახალ გარემოებაზე ისაუბრა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ დაიბარა მისმა უშუალო ხელმძღვანელმა და უთხრა ვაზაგაშვილის თავიდან ბეროძის ტყვია ამოიღეს, - ეს უნდა შეეცვალათ. ამ მიზნით ნიქაბაძე გაუშვეს ნაკანთან, რადგან ვიღაცის იარაღიდან გასროლილი ტყვია წამოეღო, ეს ტყვია კი საქმეში არ ფიგურირებს, არც ამოღებულია და რაც ამოღებულია იდენტიფიკაციისთვის ისიც უვარგისია. ეს ვარიანტი, რომელზეც დღეს მოწმემ ისაუბრა, არის გამორიცხული და არანაირ მტკიცებულებად არ გამოდგება. შემდეგი არსებითი გარემოებაა ის რომ საავადმყოფოში ფუთურუძის ნივთების ამოღების დროს, მე-17 პუნქტად ნიქაბაძემ ერთი მჭიდი 4 ვაზნით დაამატა. რაც რეალურად არ ყოფილა. მოწმემ სცადა აეხსნა, რომ მისი ეს ქმედება მტკიცებულების გამყარების მიზნით იყო განპირობებული. მაშინ, როდესაც მანქანიდან 4 იარაღი და უამრავი ტყვიაა ამოღებული რა საჭირო იყო ერთი მჭიდი და 4 ტყვიის დამატება? ჯამში მისი ჩვენება სანდოობის და ჭეშმარიტების თვალსაზრისით არ არის სანდო და ბრალდების მიმართულებით არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

დღეს, ასევე დაიკითხა ექიმი, ბონდო მოდებაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შესაბამისი დაზიანებები ბეროძეს ჰქონდა, ხოლო ნაჭდევი მას არ უნახავს. ჰქონდა თუ არა ბეროძეს შესაბამისი დაზიანება ან ექიმი ამბობს თუ არა სიმართლეს ამას შემდგომ შევაფასებთ. მოდებაძის თქმით, როცა ექპერტიზა ტარდებოდა მასთან კონსულტაცია არავის ჰქონია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ექიმს გამორჩა ან ზერელედ მოეკიდა ამ ყველაფერს, რადგან არის ერთი საეჭვო გარემოება. ექიმმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ბეროძის დათვალიერების პარალელურად ჟურნალში წერდა ყველაფერს, შემდეგ დაშავებული რენდგენის გადასაღებად გაგზავნა, დაელოდა მას და როდესაც ბეროძე რენდგენიდან დაბრუნდა გააგრძელა წერა. ასეთი რამ წარმოუდგენელია, რადგან ექიმი პაციენტს ჯერ სინჯავს და შემდეგომში ავსებს ამ ყველაფერს. აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ ექიმმა ბეროძე არასრულყოფილად შეამოწმა, აქედან გამომდინარე რაღაცეებიც გამორჩა.

ზოგადად, ბეროძის სიტუაციიდან გამომდინარე მისი დაზიანება არ დაზიანება, სროლების დაწყებასთან და არც დამდგარ შედეგთან არანაირ კავშირში არ არის. საქმიდან ბეროძის ეპიზოდი საერთოდ რომ ამოვიღოთ, სამართლებრივი შედეგი არ იცვლება. რადგან სროლები ბეროძეზე ავტომანქანის დაჯახების გამო არ დაწყებულა და ბეროძეზე ავტომანქანის დაჯახების გამო არ დამდგარა შედეგი რაც დადგა. შესაბამისად ბეროძის დაზიანება არავის არ სჭირდებოდა, მითუმეტეს მას არ სჭირდებოდა თვითდაზიანების მიყენება.

რაც შეეხება მოწმე ედუარდ მელიქიანის ჩვენებას იქ იყო საინტერესო მომენტი. ის მარჯვენა მხარეს ხედავდა სამ პიროვნებას, სავარაუდოდ სამ პოლიციელს ან სპეცრაზმის თანამშრომლებს. მან ზუსტად შეხედა, რომ მათ გასროლები არ უწარმოებიათ. ერთ პიროვნებას, შეხედა რომ მას იარაღი როგორც ეჭირა, ისევ ისე ეჭირა, ხოლო დანარჩენ ორს კი ხელი საერთოდ არ გაუწვდია და გასროლები არ განუხორციელებიათ. ანუ გასროლები სადღაც სხვა მხარიდან მოხდა. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველი გასროლა თანამშრომელთა და ღონისძიებაში მონაწილე პირთა მხრიდან არ მომხდარა.

აბსოლუტურად არასწორია ბრალდების შეფასებები იარაღებთან დაკავშირებით. ყველასათვის ცნობილია და ამას თავიანთ ჩვენებებში ბრალდებულები და სხვა პოლიციელებიც განმარტავენ, რომ შემთხვევის ადგილზე საბრძოლო მდგომარეობაში მყოფი იარაღების განმუხვტვა ხდება დაუყოვნებლივ, სანამ ექსპერტები და გამომძიებლები დაიწყებენ მუშაობას. ეს არის წესი და ასეც რომ არ მოხდეს ჩახმახდაშვებული იარაღი იგივე საბრძოლო მდგომარეობაშია, როგორც ჩახმახშეყენებული. ყოველივე ამას სხვა რაკურსით უნდა შევხედოთ და საბოლოოდ სხვა შეფასება მიეცემა“, - განაცხადა დავით ხაჟალიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42