სააგენტო „ტასსის“ ინფორმაციით, 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ოვალესთან დაფიქსირდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარობა გამოაცხადა.
პირველი ძლიერი მიწისძვრა ჩილეში გუშინ მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 8,3 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც ნგრევა გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია ხუთი ადამიანი, სანაპირო რეგიონებიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ვალპარასიოში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ხუთ მეტრამდე სიმაღლის ტალღები გამოიწვია, რის გამოც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ჩილეს, პერუს, ჰავაის და კალიფორნიის სანაპიროებთან.
მაშველების განცხადებით, შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.





მასალის გამოყენების პირობები






