საქალაქო სასამართლო უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 09:54, 18 Sep, 2015     2998
2015 წლის 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და საქართველოს ორგანული კანონით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ.
სასამართლოში წარმოდგენილი დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობით განიხილა.
გიორგი უგულავას ადვოკატებმა შუამდგომლობას საფუძვლად დაუდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, ძალაში შევიდა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი გამოქვეყნების მომენტიდან, რაც წარმოადგენდა გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების საფუძველს.
შეგახსენებთ, საქმე ეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევის, "ტელეიმედში" შეჭრის, მთაწმინდის პარკის გასხვისებისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ეპიზოდებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო სხდომა გაიმართება 2015 წლის 24 სექტემბერს 12:00 საათზე. - აღნიშნულია განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42