„უნდა ყოფილიყო სახეზე განჩინება , რომლითაც გადმოიწია ამ საქმეზე სხდომის თარიღმა და ჩაინიშნმა დღეს. თუმცა კანონის დარღვევით ასეთი განჩინება არ არსებობს. სასამართლომ ფორს მაჟორულ მდგომარეობაში შეგვატყობინა, რომ სხდომა მიმდინარეობდა. ფაქტიურად ვმუშაობთ არანორმალურ ვითარებაში. არავინ იფიქროს , რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას. იმის თქმა მინდა, რომ უნდა აღსრულდეს კანონით დადგენილი წესით და ეს პროცედურაც სასამართლოში უნდა წარიმართოს საპროცესო კანონით გაწერილი წესით.“- განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
შეგახსენებთ, გიგი უგულავას საქმის განხილვა ორი საათით გადაიდო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას სასამართლო სხდომაზე პროკურორებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად ორსაათიანი ვადა განესაზღვრათ. პროცესი 22:00 საათზე განახლდება.
დღევანდელ პროცესზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მიხედვით გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ შუამდგომლობაზე მსჯელობენ.
მასალის გამოყენების პირობები






