ვანო მერაბიშვილი: "გარანტიას ვაძლევ, პასუხს აგებენ ქართული კანონმდებლობის წინაშე"
სამართალი - 20:07, 17 Sep, 2015     6978
პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის განცხადებით თუ დღეს სასამართლომ გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს უპრეცენდენტო ფაქტი იქნება. აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერმა სასამართლო დარბაზში გააკეთა.

„დღეს გიგი თუ არ გათავისუფლდა, ეს იქნება არნახული ფაქტი. სხდომის გადადება იქნება ამ სამარცხვინო ადამიანებისათვის, პროკურორებისათვის თავის დახრა.ვიცი, რომ თქვენზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, მაგრამ ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდება.“- განაცხადა მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის პროკურორებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი პასუხს აგებენ ქართული კანონმდებლობის წინაშე:

„გარანტიას ვაძლევ, პასუხს აგებენ ქართული კანონმდებლობის წინაშე .მინდა, ჯარჯი წიკლაურზე ვთქვა, მის სინდისზე არა მარტო ძველი ცოდვებია, არამედ ახალიც. სასჯელაღსრულების დაწესებულების ზედამხედველობაში მუშაობდა ბევრი ცოდვა აქვს. მასაც მოეკითხება“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილმა მოსამართლე მერაბ ტურავაზეც ისაუბრა და მას კორუმპირებული, მექრთამე და გათახსირებული უწოდა.

„"კორუმპირებული, მექრთამე და გათახსირებული ტურავას პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ნორმა, რის საფუძველზეც უგულავა უნდა გათავისუფლდეს.“- განაცხადა მერაბიშვილმა.

საბოლოოდ ვანო მერაბიშვილმა სასამართლო ხმამაღალი შეძახილების ფონზე პროტესტის ნიშნად დატოვა. მერაბიშვილის გაღიზიანება პროკურორ ჯარჯი წიკლაურის შუამდგომლობამ, გამოიწვია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად დროის მიცემას გულისხმობდა. მერაბიშვილმა პროკურორებს მიანიშნა, რომ მათ ტელევიზორის მეშვეობითაც კი შეეძლოთ ამ სარეზოლუციო ნაწილის გაცნობა
"ტელევიზორი არ გაქვთ? არ გრცხვენიათ?" - მიმართა მერაბიშვილმა პროკურორებს და სხდომა მოსამართლის შენიშვნის შემდეგ დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42