"თუ ვივარაუდებთ ჰიპოტეტურად, რომ ჩემზე იყო რაიმე ზემოქმედება, მე შემიძლია იგივე ვთქვა სხვა მოსამართლეებზე, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, ხომ არ მოექცნენ ისინი ზეგავლენის ქვეშ? ჩემზე არ ყოფილა არავითარი ზემოქმედება, რომც ყოფილიყო, მე ხომ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი და ჩემზე ზემოქმედებას რა მნიშვნელობა ექნებოდა, მე ვითხოვდი კონკრეტულ დროს გადაწყვეტილების წასაკითხად, არაა გამორიცხული იგივე პოზიცია მქონოდა, რაც სხვა მოსამართლეებმა გამოხატეს. მე არ ვიცი მსოფლიოში ქვეყანა, სადაც მოსამართლეს რამდენიმე დღეს არ აძლევენ 50-გვერდიანი გადაწყვეტილების წასაკითხად. მე ხელოვნურადაც რომ ვაფერხებდე ამ პროცესს ამას არავითარი გამართლება არ აქვს, მე რომ დროში გამეწელა გადაწყვეტილების მიღება, მეთხოვა ერთი კვირა, ამის შემდეგ კიდევ მეთქვა - ახლა არ მცალია, მერე ორი კვირით ან ერთი თვით გადამედო ხელმოწერა, ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, არაგონივრული ვადების გაჭიანურება, მაგრამ მე სამი-ოთხი დღე ვითხოვე გადაწყვეტილების გასაცნობად." - განაცხადა მერაბ ტურავამ.
მასალის გამოყენების პირობები






