ბაგრატის ტაძრის რესტავრაციისთვის არქიტექტორი ოქროს მედლით დაჯილდოვდა
საზოგადოება - 22:33, 07 Mar, 2013     1857


"დომუსის რესტავრაცია და კონსერვაციის" მესამე საერთაშორისო კონკურსში ბაგრატის ტაძრის არქიტექტორმა ანდრია ბრუნომ ჯილდო მიიღო.

 


ჟიურის მიაჩნია, რომ ბაგრატის ტაძრის ანდრეა ბრუნოსეული სარეინტეგრაციო პროექტი, არის არქიტექტორის შეუდარებელი ძალისხმევის მაგალითი.

"ამ პროექტში კარგად გამოიკვეთა "ახლისა" და "ძველის" შერწყმა, ისე რომ შესაძლებელი გახდა ტაძრის პირვანდელი სახის უნიკალური აღქმა. აღნიშნული პროექტი არის უკვე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელება, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მანამდე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების მეთოდოლოგია. ტაძრის პირვანდელ სახეს ფონად გასდევს თანამედროვე და ხაზგასმულად განსხვავებული მასალა, როგორიცაა თანამედროვე ანტრესოლი სადაც დაცული გახლდათ საწყისი პერიმეტრი. ასეთი სახის მიდგომა გამოკვეთს ტაძრის პირველწყაროს და სრულად აღადგენს მის მოცულობას", - ნათქვამია ჟიურის შეფასებაში.


ნიკა ვაჩეიშვილი ამ ფაქტს აფასებს, როგორც "ბაგრატის ტაძრის" გამარჯვებას და აღნიშნავს, რომ "ბაგრატის ტაძარი არის თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო მაგალითი და მას წინ აქვს კიდევ საერთაშორისო მასშტაბით აღიარება".


"ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობენ ამ სფეროს სერიოზული ექსპერტები. სასიხარულოა, რომ ბაგრატის ტაძარმა მიიღო, ჯილდო, თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო ნიმუშის ნომინაციაში. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბაგრატის ტაძარი არის თანამედროვე რესტავრაციის საუკეთესო მაგალითი და მას წინ აქვს კიდევ საერთაშორისო მასშტაბით აღიარება. დაჯილდოების ცერემონიალი 20 მარტს გაიმართება და ეს ყველაფერი ჯერ, ფაქტობრივად, ცხელი ამბავია. ვფიქრობ, ქართველი ექსპერტები თუ დაჯილდოების ცერემონიალზე ჩავლენ კარგი იქნება და მსოფლიოს მასშტაბით ბაგრატის საკითხი უფრო რეზონანსული იქნება. დაჯილდოების ცერემონიალზე სერიოზული ხალხია მიწვეული მათ შორის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უფროსი", - განაცხადა ვაჩეიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42