" ყველას მინდა მოვუწოდო, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე მასმედიის წარმომადგენლებს , რომ საკუთარი ინტერპრეტაციებისგან და მოსაზრებეისგან თავი შეიკავონ. ეს არ არის მხოლოდ მოწოდება ეს მოთხოვნაა. ამ ტიპის განცხადებები ვნებს არა ზოგადად კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეს, არამედ საერთოდ მართლმსაჯულების ინტერესებს. დამერწმუნეთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ვერ იქნებოდა და არ იქნება ვერავისთვის ცნობილი, გარდა ჩემი პიროვნებისა. განცხადებები იმის თაობაზე, თუ ვის რას მიუსჯიან, არის ძალიან არასერიოზული და არაკომპეტენტური", - განაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.
მოსამართლის აღნიშნულ განცხადებას წინ უსწრებდა გიგი უგულავას განცხადება, მან სასამართლო სხდომაზე პარლამენტარ გია ვოლსკსის განცხადება წაიკითხა, სადაც დეპუტატი ამბობს რომ დღეს უნდა ყოფილიყო სასამართლო სხდომა, რომელზეც გიგი უგულავას ბრალს დაუმტკიცებდნენ.
"რეალობაში რა მოხდა: დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ და პირადად მისმა თავმჯდომარე პაპუაშვილმა ნაცების მიერ კარგად დაგეგმილ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. ხვალ უნდა ყოფილიყო სასამართლო, სადაც უგულავას მიუსჯიდნენ. სწორედ ამიტომ წელავდნენ პროცესს, არ ცხადდებოდნენ ადვოკატები, რომ სასამართლომდე საკონსტიტუციოს გამოეგდო ეს გადაწყვეტილება"- განაცხადა ვოლსკიმ უგულავას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საკითხის კომენტირებისას.
მასალის გამოყენების პირობები






