თურქეთში ყველაზე დიდი ბიზნესასოციაციის - TUSIAD-ის წევრი დააკავეს
მსოფლიო - 15:55, 17 Sep, 2015     1647
თურქეთში, ბოლო დროს, თავისუფალი მედიის დარბევისა და ჟურნალისტების დაკავების შემდეგ, ამჯერად, ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებზე დაიწყო ზეწოლა და ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Boydak Holding-ის CEO და ქვეყნის ყველაზე დიდი ბიზნესასოციაციის (TUSIAD) წევრი მემდუჰ ბოიდაგი დააკავეს. კიდევ ერთი მსხვილი კომპანია Alarko Holding-ის მეპატრონე ისაკ ალათონი კი იმ ბიზნესმენებს შორის აღმოჩნდა, რომელთა მიმართაც ანკარის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გუშინ Boydak Holding-ის ფირმები და კომპანიის მიერ გახსნილი საგანმანათლებლო დაწესებულებები დაარბიეს. სამართალდამცველებმა ქალაქ კაისერში, Boydak-ის ხელმძღვანელთან ერთად კიდევ 8 ბიზნესმენი დააკავეს. თურქულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებში წერია, რომ ჯერ კიდევ თვეების წინ, პრეზიდენტმა ერდოღანმა Boydak Holding-ის ხელმძღვანელობას გვერდში დგომა შესთავაზა. კომპანიის ხელმძღვანელობამ მაშინ მას უარი უთხრა. სწორად ამის შემდეგ დაიწყო ჰოლდინგზე ზეწოლა, რასაც ერთერთი ხელმძღვანელის დაკავება მოჰყვა.

ქვეყანაში 14 ათასზე მეტი ადამიანის დამსაქმებელი კომპანიის, ერთერთი უმსხვილესი სამრეწველო გიგანტის Boydak Holding-ის მიმართ განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (TUSIAD) მწვავე კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში, ბიზნეს სექტორის შეთითხნილი ბრალდებებით შეწუხებას გაესვა ხაზი.

„სპეცოპერაციის დროს, TUSIAD-ის ერთერთი ბიზნესმენი მემდუჰ ბოიდაქი დააკავეს, რომელიც ამავე დროს, TUSIAD-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია, - „კანონით მართვად სახელმწიფოებში ბიზნესის სექტორის ჩათვლით არცერთი კომპანია და ფიზიკური პირი შემოწმებისა და გამოძიებისგან თავისუფალი არ არის და კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მემდუჰ ბოიდაქი ბიზნესსექტორში რეპუტაციის მქონე, პატივსაცემი და ღირსეული წევრია. ბიზნესმენების მიმართ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები ბიზნესმენებში აღშფოთებას იწვევს, - „ეს ბნელი ატმოსფერო რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“.

TUSIAD-ის წევრი კომპანიები თურქეთის საგარეო ვაჭრობის 80 პროცენტს ასრულებენ. ამასთან, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების გარდა მომუშავე ადამიანების ნახევარს სამუშაოთი უზრუნველყოფენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42