უგულავას გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ უნდა მიიღოს - საია და TI საქართველო
სამართალი - 15:13, 17 Sep, 2015     2022
გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "საია"-ს აღმასრულებელი დირექტორების განცხადებით უგულავას გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება საერთო სასამართლომ უნდა მიიღოს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ გიგი უგულავამ ავტომატურად უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება. ვფიქრობ, რომ კანონით სწორი გზა არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ადვოკატებმა შუამდგომლობით უნდა მიმართონ სასამართლოს. შემდეგ სასამართლომ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილება, რომ გიგი უგულავამ დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება”- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თამარ გვარამაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას არ გულისხმობს. მისი თქმით უგულავას გათავისუფლებაზე საქალაქო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და არა საკონსტიტუციო სასამართლომ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობს მხოლოდ საკანონმდებლო ნორმების შესახებ და არა კონკრეტული პირის საქმის თაობაზე.

"საერთო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე ეს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება", - განაცხადა თამარ გვარამაძემ საიას ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

გვარამაძის განამარტებით, არსებობს ორი გზა: ერთი მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯოს საკითხი და გაათავისუფლოს გიგი უგულავა, ან დაცვის მხარემ მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით და მის საფუძველზე გაათავისუფლოს თბილისის ყოფილი მერი. იურისტი განმარტავს, რომ თეორიულად რჩება შესაძლებლობა, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა, ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს რჩება შესაძლებლობა, რომ მიმართოს სააპელაციო სასამართლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42