საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს.
საკითხს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. პროცესი 17:00 საათზე დაიწყება.
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასიალაიმ სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს მიმართა.
რაც შეეხება ტელეკომპანია "იმედის" და რიყის გასხვისების საქმეზე უგულავას პროცესს, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა, ხვალამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილი მერის სარჩელი უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გუშინ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო.
მასალის გამოყენების პირობები






