"...პატიმრობაში დამტოვებენ"- გიგი უგულავას სიტყვა სასამართლოზე
სამართალი - 14:23, 17 Sep, 2015     1927
"ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ბრალდებულმა, გიგი უგულავამ დღეს სასამართლოზე სიტყვა წარმოთქვა.

თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ მას პატიმრობაში დატოვებენ.

"ერთი კვირის წინ, ბიძინას გადაწყვეტილებით, მომცეს უფლება, ტელევიზორი შემეძინა, რაც იყო ინდიკატორი რომ პატიმრობაში დამტოვებენ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ტელევიზორის ყიდვის უფლება ივანიშვილისა და შოთაძის საუბრის შემდეგ მომცეს.

მე ვიცოდი, რომ ეს გზა უნდა გამევლო. ვიცოდი ვგრძნობდი და დარწმუნებული ვიყავი რომ შეუძლებელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ეთქვა რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ვიღაცეების გადაწყვეტილებით, ადამიანი ცხრა თვეზე მეტ ხანს იყოს წინასწარ პატიმრობაში. ამას რუსეთსი სასამართლოებიც კი არ აკეთებენ. ამას არ აკეთებს ბელორუსიის სასამართლო. ამას შეიძლება აკეთებდეს მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის სასამართლო.

9 თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, ავტომატურად ტოვებს თუ არა წინასწარპატიმრობაში მყოფი პირი საპატიმრო დაწესებულებას? სჭირდება თუ არა მას რაიმე დამატებითი დოკუმენტი, იმისთვის, რომ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. იქნება ეს სასამართლო დოკუმენტი თუ სხვა რამ. თქვენ ბატონო მოსამართლე, ძალიან კარგად იცით, რომ არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, ბუნებაშიც ვერ იარსებებს, ხომ ასეა? მაშინ გეკითხებით მათ შორის თქვენც: ჩემს შემთხვევაში 15 თვე ხომ მოიცავს ამ 9 თვეს?

ქალბატონი ბესელია და ზოგიერთი იურისტი გვესაუბრება შენობაზე, სახურავზე, ფანჯრებზე, ორნამენტებზე, მაშინ როდესაც ამ შენობის საფუძველი არის გამოცლილი. ამ შემთხვევაში ძალადაკარგულად არის გამოცხადებული ის ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც ჯემალ კოპალიანმა, საქალაქო სასამართლოს ძვირფასმა მოსამართლემ მიიღო ჩემი პატიმრობის გადაწყვეტილება.

სრულიად სამარცხვინო იყო კახიშვილის განცხადება, რომ მე რა შუაში ვარ, მე არ ვიღებ, მატროსოვის ციხის დირექტორიო იღებს გადაწყვეტილებასო. ტელევიზორის დადგმაზე ვერ იღებს ეს კაცი გადაწყვეტილებას. არაფერს არ ვერჩი, პირიქით იქაური თანამშრომლებისთვის მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, აბსოლუტურად ნორმალური დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, მაგრამ ამით რა გამოჩნდა იცით? - თქვენ გყავთ მინისტრი და ხელისუფლება, რომელიც ასეთ უმნიშვნელო სიტუაციაშიც არ გიცავთ და ხელებს გახოცავთ", - განაცხადა უგულავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42