თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, მთავრობის წევრები და სასჯელაღსრულების მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ.
„ქვეყანას უზურპატორი ივანიშვილ მართავს. ერთი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რატომღაც მომცეს უფლება შემეძინა ტელევიზორი, რაც ინდიკატორი აღმოჩნდა იმისა, რომ მე გარეთ არავინ გამომიშვებდა. დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი შოთაძესთან საუბრის შემდეგ მიიღო. შესაძლოა საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით ვერც ვისარგებლო, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩემი პატიმრობა ჩემი გადაწყვეტილებაა. ვიცოდი, რომ ივანშვილი დამაპატიმრებდა. ეს გზა უნდა გამევლო. ის რაც ახლა აქ ხდება, ამას ალბათ რუსეთიც კი არ აკეთებს. ამას აკეთებს ჩრდილო კორეა. გუშინდელი გადაწყვეტილების გამო ვერასოდეს ვერავის ვეღარ დატოვებთ 9 თვეზე მეტს. სასამართლო დანაშაულებრივ სინდიკატად იქცა, მაგრამ ამას დაესმება წერტილი“, - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის“ და რიყის გასხვისების საქმეზე უგულავას პროცესი მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






