ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ე.წ. მატროსოვის ციხეში გიგი უგულავასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიტანა.
ბექა ბასილაია უგულავასთან შეხვედრასაც აპირებს. მისი თქმით, ყოფილი მერი უკანონო პატიმარია და არ არსებობს ნორმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირის პატიმრობაში დატოვებას ითვალისწინებდეს.
„საუბარი იმაზე, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ან მეცხრე დაწესებულება არ არის უფლებამოსილი გაათავისუფლოს უგულავა, მცდარია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. შესაბამისად, არ არსებობს ნორმა, რომლის საფუძლზეც უგულავა პატიმრობაში უნდა იმყოფებოდეს. შესაბამისად ის უკანონო პატიმარია. ამას დამატებითი სასამართლო მსჯელობა არ სჭირდება“, - ამბობს ბასილაია.
მასალის გამოყენების პირობები






