მედიცინის სფეროს და ზოგადად კაცობრიობი ისტორიის ერთერთი სენსაცია, რომელზეც მსოფლიო ალბათ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებს, ახლახანსდ გერმანიის დასავლეთ ნაწილში მოხდა. ოპერაცია ხუთი სათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექვსი თვის სიამის ტყუპი თამარი და თებროლე წარმოუდგენელი ოსტატობის, შეუდარებელი პროფესიონალიზმის შედეგად, ერთმანეთს დააცალკევეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და როგორც პროფესორი ტომას ბოემერსი ირწმუნება, გოგონები აბსოლუტურად ჯანმრთელები იქნებიან. ისინი თანატოლების მსგავსად შეძლებენ დატკბნენ ბავშვობით, ჯანსაღი და შეუზღუდავი იქნება მათი ცხოვრების სხვა ეტაპიც.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა მიზნის მიღწევა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მთავარი სირთულე ღვიძლის გაყოფა და ახალშობილების მუცლის კედლების დახურვა იყო. პარალელურად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე პაციენტს ნარკოზი ერთდროულად, აბსოლიტურ სიზუსტით მიწოდებოდა.
81 000 ევროდ ღირებული ოპერაცია შემოწირულობით დაფინანსდა. დაფინანსება, სამწუხაროდ ქართველ პაციენტებზე ვერ იმოქმედებდა. ოპერაციას ქირურგიდან დაწყებული , ექთნით დასრულებული ყველა ზედმიწევნით პასუხისმგებლობიტ მოეკიდა.
175 დღე იცოცხლეს გოგონებმა ისე, რომ ერთმანეთთან იყვნენ შესისხლხორცებულნი. დღეს კი მათ კიოლნის ბავშვთა კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განცალკევებულ საწოლებზე სძინავთ.
ეს ოპერაცია მთელი სამედიცინო სფეროს სენსაცია და წარმატებაა, 32 წლის ქართველი დედისთვის კი გამარჯვება - იგი ხომ ექვსიოდეთვის წინ, სასოწარკვეთილი, იმედგადაწურული იყო და მხოლოდ სასწაულის იმედი ჰქონდა. ეს ოპერაცია მისთვის ნატვრის ახდენა, მეორედ დაბადებაა. „ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მშობლის პოზიცია, რწმენაა“, ამბობს გერმანელი პროფესორი,- „ეს რომ არა, უძლურნი ვიქნებოდით. მან დიდი და პრობლემებით სავასე გზა გამოიარა საქართველოდან გერმანიამდე, შეუძლებელი შეძლო და კიოლნის კლინიკის ექიმებს ანდო ტყუპის სიცოცხლე. მისი რწმენა ჩვენც ძალას გვმატებდა“.
ტყუპის ოპერაციის დასრულებას, საქართველოში მამა, ნათესავები და გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. მათ დაბრუნებას ორი წლის დაიკო თეკლაც ელის.
მათი მდგომარეობა სტაბილურად, დღითიდღე უმჯობესდება. „ჭრილობების კვალიც კი არ დარჩებათ, ნორმალური დამოუკიდებელი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ექნებათ, შეძლებენ განვლონ ცელქი, ონავარი ბავშვობა, მართონ ველოსიპედი, ფეხშიშველებმა მოირბინონ მინდორ-ველი, იცეკვონ“,- აცხადებს პროფესორი ტომას ბუმერსი და „საიუველირო ოსტატობის“ კვალზე - გოგონების მუცელზე მიუთითებს,- „იმედია ლამაზი, დახვეწილი გამომივიდა. არც გარუჯვის შერცხვებათ და თუ მოისურვებენ, მოდელებიც გაოვლენ,“ ხუმრობს და პატარებს ისევ ეფერება პროფესორი. ემოციას გერმანელი ჟურნალისტებიც ვერ მალავენ. ამიტომაცაა, ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილ სტატიას, ავტორი ამგვარად ამთავრებს: „პროფესორი ისეთი სითბოთი, სიყვარულით ეფერება პატარებს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სიყვარულია პროფესიონალიზმის სათავე. ერთი მერორეს ვერ გამორიცხავს, ორივე ერთად კი გმირობის ტოლფასი ხდება“.
მასალის გამოყენების პირობები