აღნიშნულ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრები იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლიან.
შესაძლოა, სამეთვალყურეო საბჭოს წინააღმდეგ სასამართლოში ორი სარჩელი შევიდეს. ერთი მათგანი შეეხება, მათი განცხადებით ბორდის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას, გიორგი ბარათაშვილის განთავისუფლებასთან დაკავშირებით.
მეორე საჩელზე კი გოგა ჩართოლანი საუბრობს. იგი აცხადებს, რომ დღეს, ბორდის წარმომადგენლებსა და საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის შემდგარი შეხვედრის ფარგლებში, მას სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, დავით კანდელაკმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"მე შევხვდები და გავივლი იურიდიულ კონსულტაციებს, არის თუ არა სარჩელის საფუძველი. დღეს საბჭოს სხდომაზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მან უზრდელი მიწოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მივუთითე საგნობრივ განხილვას მიბრუნებოდა და თავი დაენებებინა ლირიკული გადახვევებისთვის. შესაძლოა ამ ყოველივეს სამართლებრივი სახე მიეცეს", - აღნიშნავს ჩართოლანი.
მასალის გამოყენების პირობები






