„10 წლის წინ ათასობით მხარდამჭერთან ერთად, ვარდებით ხელში პარლამენტში შეიჭრა, რის შედეგადაც პრეზიდენტი შევარდნაძე საკუთარ დაცვასთან ერთად გაიქცა.
ამ რევოლუციიდან 2 თვის შემდეგ სააკაშილი პრეზიდენტი იყო. პრეზიდენტობის 2 ვადის ამოწურვის შემდეგ, ადამიანის უფლებების დარღვევისა და თანხების გაფლანგვის ბრალდებების ფონზე, შეერთებულ შტატებში წასული, თუმცა ამ ბრალდებებს ის გამოგონილს უწოდებს. ახლა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ბრძოლას დაუბრუნდა, თუმცა არა საქართველოში, არამედ უკრაინაში, სადაც ბრძოლა გამოუცხადა კორუფციასა და ოლიგარქებს“-ნათქვამია სტატიაში.
სტატიის თანახმად, პეტრო პოროშენკოს მიერ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნულმა სააკაშილმა მალევე გაილაშქრა კორუფციის წინააღმდეგ.
სტატიაში საუბარია სააკაშვილის უკრაინის პრემიერად შესაძლო დანიშვნის თემაზეც. ავტორი წერს, რომ ეს საკითხი უკრაინელებში აქტიურად განიხილება. თუმცა საქართველოს ყოფილი ლიდერი ამ თანამდებობის დაკავებისკენ სწრაფვას უარყოფს.
„47 წლის ენერგიული სააკშვილი პრემიერობის სურვილს უარყოფს, თუმცა ცხადებს, რომ დღეს უკრაინის მთავრობამ რეფორმები უნდა დააჩქაროს, რადგან დრო იწურება, იშლება საჯარო სამსახურები და ხალხი ხელფასს ვერ იღებს“ - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
ავტორის შეფასებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება ლაზარეს დაბრუნებას ჰგავს .
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება ლაზარეს დაბრუნებას ჰგავს. ერთი წლის წინ ის იყო მიტოვებული ფიგურა, ცხოვრობდა ბრუკლინში და დადიოდა ველოსიპედით“.
სტატია, უკრაინელი დეპუტატის სერგეი ლეშჩენკოს სიტყვებით სრულდება.
„სააკაშვილი იდეალური პრემიერი იქნეობდა. ის აუტსაიდერია და არ აქვს კორუფციული კავშირები უკრაინაში“ - განაცხადა ლეშჩენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






