ობამას ადმინისტრაცია ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მსოფლიო საზოგადოებას ISIS-ის დამარცხების მიზნით გაერთიანებისა და სირიის ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ჯოშ ერნესტის თქმით, ამჟამად რუსეთის მხრიდან ასადის რეჟიმის მხარდაჭერა მთლიანობაში კრიზისის პოლიტიკური მოგვარების პროცესს ხელს უშლის.
უკვე მეორე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი სირიას სამხედრო ძალით ამარაგებს. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ დამასკოს სამხედრო დახმარებას უწევს, თუმცა განმარტა, რომ ასადის რეჟიმს ანტიტერორისტული ოპერაციისთვის ექსპერტებითა და აღჭურვილობებით ეხმარება.
შეგახსენებთ, ოფიციალური ვაშინგტონი მოსკოვს სირიის პრეზიდენტის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ჯერიმ რუს კოლეგას განმარტებას სთხოვს, რატომ აშენებს რუსეთი სირიაში სამხედრო ბაზებს. დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობით, მოსკოვი სირიაში სამხედრო ტექნიკასა და ჯარისკაცებსაც გზავნის.
რუსეთის მთავრობა კი ბრალდებებს უარყოფს. სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიაში სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა ამ დრომდე გაფორმებული კონტრაქტების და საერთაშორისო შეთანხმებების პირობების ფარგლებში ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






