"დასავლეთი არ იღებს პარტნიორებს და სუვერენულ სახელმწიფოებს. რა არის მათი მოთხოვნა რუსეთისადმი? სირიისადმი? ირანისადმი? ეს არის სუვერენული სახელმწიფოები. მათ სურთ გადააყენონ ერთი ადამიანი და მეორე დანიშნონ, რომელიც არა ქვეყნის , არამედ მათი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს“ - განაცხადა ასადმა .
მისივე თქმით, მისი თანამდებობიდან წასვლა, მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
"რაც შეეხება პრეზიდენტს, მთავრობაში ხალხის თანხმობით, არჩევნების გზით მოდის. თანამდებობასაც ხალხის მოთხოვნით ტოვებს და არა აშშ-ის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ჟენევის კონფერენციის ან ჟენევის კომუნიკეს მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ ხალხს პრეზიდენტის დარჩენა სურს , ის რჩება, სხვა შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მიდის. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით" - განაცხადა ასადმა.
შეგახსენებთ, ოფიციალური ვაშინგტონი მოსკოვს სირიის პრეზიდენტის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ჯერიმ რუს კოლეგას განმარტებას სთხოვს, რატომ აშენებს რუსეთი სირიაში სამხედრო ბაზებს. დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობით, მოსკოვი სირიაში სამხედრო ტექნიკასა და ჯარისკაცებსაც გზავნის.
რუსეთის მთავრობა კი ბრალდებებს უარყოფს. სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიაში სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა ამ დრომდე გაფორმებული კონტრაქტების და საერთაშორისო შეთანხმებების პირობების ფარგლებში ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






