ფეხბურთის ფედერაცია სათავისოდ იყენებს ყველაფერს - კვარაცხელია
სპორტი - 11:59, 16 Sep, 2015     1723
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია ფეხბურთის ფედერაციას უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, თუ 24 გუნდს ფედერაციაში გაწევრიანების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდა, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი დაამტკიცებს, რომ ის ყველაფერს სათავისოდ იყენებს.

„სხდომამ ნათლად დაამტკიცა, რომ ეს არის არა აღმასკომი, არამედ ქართული ფეხბურთის დაღმასკომი. ისინი სათავისოდ იყენებენ ყველაფერს და თავის თავს ირჩევენ ყრილობაზე. მაგრამ პირობას გაძლევთ, წელს აუცილებლად შეიცვლება ფეხბურთის ფედერაციის ეს ხელმძღვანელობა ყველა კანონიერი გზით“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ფედერაციაში გაწევრიანების მსურველი 24 გუნდის საკითხი განიხილეს, თუმცა, სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გაწევრიანების მსურველი გუნდების გაწევრიანების გადაწყვეტილება, რიგგარეშე ყრილობაზე იქნება მიღებული, რომელიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას განცხადებით, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება.

„აღმასკომმა იმსჯელა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 24 გუნდის მიერ წარმოდგენილი საბუთები ტექნიკურად სრულყოფილი არ იყო. ვერცერთმა გუნდმა ვერ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები. გუნდების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე ყრილობაზე ვიმსჯელებთ, რომელიც, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე ჩაინიშნება“, - განაცხადა ფირცხალავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42