ოფიციალურმა მოსკოვი 2016 წლის გაზაფხულზე თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასწრებას აპირებს.
ამის შესახებ დუმის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს ილკა კანერვასთან შეხვედრისას განაცხადა.
ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, ეუთოს სესიაში რუსეთის მონაწილეობა მნიშვნელოვანია და ამისთვის მზად არის ევროკავშირის ქვეყნებს თხოვნითაც მიმართოს, რუსული დელეგაციის წევრების მიმართ სანქციები არ გამოიყენოს.
"ვადასტურებ, რომ რუსეთის დელეგაცია აქტიურად აპირებს მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის სესიაში, ჯერ ვენაში და შემდეგ ზაფხულში თბილისში"- აღნიშნა ნარიშკინმა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრება სერგეი ნარიშკინმა და რუსულმა დელეგაციამ ივლისში ვერ შეძლო, რადგან ფინეთმა, რომელიც სესიას მასპინძლობდა, სავიზო შეზღუდვები გამოიყენა.

მასალის გამოყენების პირობები






