უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 19:14, 15 Sep, 2015     2561
საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი.
"ნიუპოსტი" საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს გავრცელდა განცხადება იმის შესახებ, რომ დღეს, 17 საათზე მოხდებოდა გადაწყვეტილების გამოცხადება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N646).

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი, ხოლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზში ცხადდება საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ ხელმოწერის შემდეგ.

გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის დროისთვის, საქმის განხილვაში მონაწილე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავა, მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოში და არ მიიღო მონაწილეობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურაში. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოაცხადოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N646).

ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, თავი შეიკავოს კენჭისყრისას და არ მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას, მიუხედვად იმისა, თუ რა პოზიცია ეკავა მას კენჭისყრის პროცესში.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეიძლებოდა ქონოდა გონივრული მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ გამოცხადდებოდა გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურაში ხელმოწერის მისაღებად,"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42