სასჯელაღსრულების სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოდის
სამართალი - 16:28, 07 Mar, 2013     555
რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის მიხედვით კვირაში ერთხელ რეგისტრაციისთვის უწევთ გამოცხადება პრობაციის ბიუროებში, პრობაციის ეროვნული სააგენტო გამოცხადების შეღავათიან რეჟიმს დაუწესებს. ახალი წესის თანახმად, ისინი პრობაციის ბიუროში ორ კვირაში ერთხელ მივლენ. 

„პრობაციის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის საკითხს და მომავალშიც გეგმავს მათ მიმართ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, 2013 წლის 28 მარტს პირობითი მსჯავრის გაუქმების მუდმივმოქმედი კომისია შეიკრიბება. განცხადებების სიმრავლის გამო, კომისია ამ სხდომაზე არ განიხილავს პირობითი მსჯავრის გაუქმების თაობაზე იმ პირობით მსჯავრდებულთა საქმეებს, რომელთაც ჩადენილი აქვთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (გარდა 260-ე მუხლისა), აქვთ კანონით დადგენილი რეჟიმის ერთზე მეტი მოქმედი დარღვევა, სასამართლოს მიერ გაგრძელებული აქვთ გამოსაცდელი ვადა, სასამართლოს მიერ გამოცხადებული იყო ძებნა, წარსულში არის ნასამართლევი, ან კანონით დადგენილი ნებართვის გარეშე აქვს საზღვრის კვეთა ან კვეთის მცდელობა.

კომისიის მხრიდან პრიორიტეტი მიენიჭება იმ პირობით მსჯავრდებულებს, ვისაც გამოსაცდელი ვადის დასრულებამდე დარჩენილი აქვთ არაუმეტეს ერთი წელი.

კომისია სხდომაზე ასევე განიხილავს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმელი უფლებების ვადამდე აღდგენის თაობაზე განცხადებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42