"დეილი მეილის" ინფორმაციით, გოგონა, ინტერნეტში საათობით უყურებდა ჯიჰადისტების მიერ მძევლების დახოცვის სცენებს. დედის მოკვლის გადაწყვეტილება კი მის ჯიჰადისტ მეგობარ, ბაჰიტარ მუჰამედ აბდულასთან ერთად მიიღო.
მას შემდეგ რაც ახალგაზრდებმა დევიდ ჰაინსისა და ალან ჰენინგის თავის მოკვეთის შემზარავ კადრებს უყურეს, სამზარეულოს დანით დედას 20 ჭრილობა მიაყენეს. სასამართლომ 15 წლის მოზარდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლიზას თქმით, ისლამისადმი სიყვარული მუსლიმმა ბიჭმა განაპირობა, რომელიც დანიაში გაიცნო. მაგრამ მამაკაცი შვედეთში საკუთარ ცოლ-შვილს დაუბრუნდა. მიუხედავად ამისა, გოგონას ისლამისადმი ზურგი არ შეუქცევია და ახალი მეგობარიც მალევე იპოვა. ერაყელი აბდულა, რომელთან ერთადაც საკუთარი დედა სიცოცხლეს გამოასალმა.
დედის მკვლელობის შემდეგ ლიზამ პოლიციაში დარეკა და უთხრა, რომ დედის ყვირილის ხმა მოესმა და როდესაც მასთან მივიდა, სისხლში ამოსვრილი დაინახა.
სამართალდამცავთა თქმით, როდესაც სახლში მივიდნენ, გოგონა სასტუმრო ოთახში დივანზე იჯდა, ხელში ტელეფონი ეჭირა და არც კი განძრეულა. მოგვიანებით, მისი ტელეფონის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ISIS-ის ვიდეოებს უყურებდა.
მკვლელობის დროს ლიზას მამა სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდა. სახლში არ იყო არც გოგონას ტყუპისცალი, რომელიც სასამართლოს დაესწრო, თუმცა დისთვის ერთხელაც არ შეუხედავს.
ლიზამ სასამართლოზე განაცხადა, რომ მკვლელობაში მონაწილეობა აბდულამაც მიიღო და დედას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. აბდულას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ქეთა მოსიძე



მასალის გამოყენების პირობები






