ერდოღანის "სელფის" გამო თურქეთის პოლიციამ ჟურნალის რედაქცია დაარბია და რედაქტორი დააკავა
მსოფლიო - 14:15, 15 Sep, 2015     3018

თურქეთის პოლიციამ, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეურაცყოფისა და ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით, ჟურნალი „ნოქთა“ დაარბია და რედაქტორი, მურათ ჩაფანი დააკავა.

რედაქციისა დარბევას წინ ერდოღანის „სელფით“ გამოქვეყნებული სტატია უძღვოდა. ჟურნალის უკანასკნელ ნომრის გარეკანზე, პრეზიდენტი ერდოღანია გამოსახული, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენების შედეგად ტერორისტების მიერ დაცხრილული ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიაზე სელფის იღებს.

დარბევას, ჟურნალ „ნოქთა“-ს მთავარი რედაქტორი, ჯევჰერი გუვენი, საკუთარი და ჟურნალის Twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ღამის საათებში პოლიციელების ჯგუფმა ჟურნალი „ნოქთა“ დაარბია, ხოლო დღეს გამოსაცემად გამზადებული ბოლო ნომრის გავრცელებაც აეკრძალათ. დაკავებულმა რედაქტორმა, მურათ ჩაფანმა დაკითხვისას განაცხადა, რომ ეს ფოტომონტაჟია, რომლის ინსპირაციის წყარო 2013 წელს ერაყის ომთან დაკავშირებით გავრცელებული ტონი ბლერის ფოტომონტაჟი გახდა.

სასამართლომ დაკავებული რედაქტორი გაათავისუფლა. გათავისუფლებმა ჩაფანმა განაცხადა, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა, მათ ვერ შეაჩერებთ.

ქვეყნის ოპოზიციურ მედიასა და ელიტაში ჟურნალ "ნოქთას" დარბევამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

შეგახსენებთ, თვის დასაწყისში, პოლიციამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ყველაზე დიდი „მტერი“, თავისუფალი მედიის ერთ-ერთი ძლიერი მედია ჯგუფის, Koza Ipek Holding-ის სათაო ოფისი დაარბია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42