საკონსტიტუციო სასამართლო უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
სამართალი - 12:34, 15 Sep, 2015     1899

საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. განაჩენი 17:00 საათზე გახდება ცნობილი. უგულავას სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავდა.

"მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწესრიგებული რამდენიმე საკითხი, მათ შორის, ის გარემოება, რომ პირისთვის რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, ვადა შესაძლოა განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც მისი აზრით, კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.

მოსარჩელე, ასევე, პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რაც წარმოადგენს არასაკმარისად მაღალ მტკიცებულებით სტანდარტს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვისთვის.

მოსარჩელე გიორგი უგულავა, ასევე, თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულის მიერ პატიმრობის ღონისძიების გადასინჯვის მოთხოვნისას და პროცესის მიმდინარეობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაცვის მხარეს, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

გარდა ამისა, მოსარჩელე მიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე და 205-ე მუხლები, რომელიც პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთ წინაპირობა ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენას ადგენენ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ყოველთვისარ უნდა წარმოადგენდეს პატიმრობის გამოყენების საფუძველს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობით რიგი დანაშაულებისთვის თავისუფლების აღკვეთა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას", - ნათვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42