ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“, მიგრანტებისადმი ევროპის დამოკიდებულების გამოსახატავად, თურქეთის სანაპიროსთან ზღვისგან გამორიყული სირიელი ბავშვის, აილან კურდის კარიკატურა გამოაქვეყნა.
კარიკატურამ წარწერით, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მიგრანტებო“, „აქცია, ბავშვებისათვის ორი მენიუ ერთის ფასად“ - არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

მეორე კარიკატურაზე ქრისტეა გამოსახული, რომელიც დამხრჩვალი ბიჭის სიახლოვეს წყალზე დგას. კარიკატურაზე წარწერაა - „ეს ამტკიცებს რომ ევროპა ქრისტიანულია, ქრისტიანები წყალზე დადიან, მუსულმანი ბავშვები იძირებიან“.

სოციალური ქსელის მომხარებელთა ნაწილმა აღნიშნული კარიკატურების გამო რედაქცია კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაგატარა. მეორე ნაწილი აცხადებს, რომ "შარლი ებდო" კარიკატურებით არა თუ გარდაცვლილ ბავშვს დასცინის, არამედ მიგრანტებისადმი ევროპის ლიდერების გულგრილ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.
შეგახსენებთ, მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვის გამო, იავნარში, Charlie Hebdo-ზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






