იურისტი ლევან ალაფიშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის ადვოკატის სტატუსს ატარებს და კანონმდებლობით არ არის ვალდებული მოწმის სტატუსით მისცეს ჩვენება.
“საერთაშორისო აქტებით თუ ჩვენი კანონმდებლობით ადვოკატი არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება, როგორც მოწმემ იმ გარემოებების შესახებ და იმ საქმეზე რომელსაც ის აწარმოებს. ადვოკატის შესახებ კანონი თითოეულ ადვოკატს ავალდებულებს, დაიცავს პროფესიული საიდუმლოება, ეს ელემენტარული ანბანია დემოკრატიისა. როდესაც ამ ყველაფრის ხელყოფა ხდება სახელმწიფო დაწესებულების მიერ, ეს უკვე საგანგაშოა“, - ამბობს ალაფიშვილი.
ალაფშვილმა მისი პროკურატურაში დაბადების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით გაავრცელა. როგორც ცნობილია, საქმე 2001 წლის პროცესს ეხება, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






