ე. წ. „კორტების სპეცოპერაციის“ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პოლიციის ორი ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა. ამათგან ერთი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. დროის იმ მონაკვეთში რა დროსაც, სპეცოპერაცია ჩატარდა, ის სხვა დავალებას ასრულებდა.
„როგორც მოწმემ განაცხადა, სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაიგო, რაც სამსახურში დაბრუნდა. სპეცოპერაციის დეტალებზე კი ინფორმაცია მოწმემ გადმოცემით იცის. მეორე მოწმე გახლდათ თენგო ახვლედიანი. მისი თქმით, სპეცოპერაციის დღეს ის გიორგი ხიზანიშვილის ავტომანქანაში იმყოფებოდა და ვაზაგაშვილის მმართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე თვალთვალს ახორციელებდა. მოწმემ განაცხადა, რომ სათვალთვალო ობიექტი დაკარგა, ხოლო სროლების დაწყების შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, რადგან სროლების შეეშინდა. ახვლედიანმა ხასგაზმით აღნიშნა, რომ 2006 წელს ჩატარებული გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება ნაკარნახევი იყო სირცხვილის გრძნობით. თუმცა დღეს რატომ შეცვალა ჩვენება ვერ ახსნა. გამოდინარე აქედან, ახვლედიანის დღევანდელი ჩვენებაც არაფრის მთქმელია, რამდენადაც ვხვდებით მოსამართლე მის დღევანდელ ჩვენებას ვერ გაიზიარებს. დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებები სასამართლოს ბრალდების მხარის სასარგებლოდ არანაირ მტკიცებულებას არ უქმნიან“, - განაცხადა დავით ხაჟალიამ.
მომდევნო სასამართლო სხდომა მოსამართლემ 18 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა. დაიკითხებიან კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები.
მასალის გამოყენების პირობები






