ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე პროკურატურამ შსს-ს 4 ყოფილი თანამდებობის პირი ამხილა
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქეებისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 4 ფაქტი, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 ყოფილი თანამდებობის პირი, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ უკანონოდ ჩამორთმეული უძრავ-მოძრავი ქონება.ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"კერძოდ, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე, რომელმაც 2011 წლის თებერვალში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულ იაკობ ნადირაძის ოჯახის წევრებს მოსთხოვა ძვირადღირებული ა/მანქანის შეძენა და გადაცემა, წინააღმდეგ შემთვევაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა და მას მოუწევდა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა.
პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ზეწოლის შედეგად, ბრალდებულ იაკობ ნადირაძის ოჯახის წევრებმა „ტოიოტა“-ს ცენტრში, 57 100 აშშ დოლარად შეიძინეს ავტომანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო LC150“, რომლითაც სარგებლობდა პოლიციის ხსენებული მაღალჩინოსანი. მხოლოდ ამის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.
ა/მანქანის იძულებით ჩამორთმევაში გამოძიების მიერ ასევე მხილებულია შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელმაც 2011 წლის ოქტომბერში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ ავთანდილ მიქაძეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ დაათმობინა მისი კუთვნილი 12 000 აშშ დოლარის ღირებულის 2004 წელს გამოშვებული „BMW 520“ მარკის ავტომანქანა.
უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებულია შსს ყაზბეგის პოლიციის გამომძიებელი ვაჟა გელაშვილი, რომელმაც მოქალაქე ზაზა ფართლაძეს 2009 წლის დეკემბერში, ისე რომ ამ უკანსკნელის მიმართ არცერთ სისხლის სამართლის საქმეში არ მიმდინარეობდა გამოძიება, უკანონოდ დაათმობინა დაბა გუდაურში მდებარე 60 000 დოლარის ღებულების 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლითაც დაინტერესებულნი იყვნენ იმჟამინდელი შსს და პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები.
მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფისთვის მხილებულ მეოთხე საჯარო მოხელეს კი წარმოადგენს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც კუდის უფროსს დათა ახალაიასთან შეთანხმებით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ თეიმურაზ გავაშელიშვილს, სასამართლოში ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ, 2011 წლის მაისში სახელმწიფოსთვის აჩუქებინა მის საკუთრებაში არსებული ა/მანქანები „ფოლცვაგენ-ჯეტა“ და „მერსედესი E 200” და 35 000 ლარამდე ღირებულების, მისი ოჯახის წევრების კუთვნილი, 48 სახეობის პირადი ოქროს სამკაულები.
ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს ამ დანაშაულში ჩართული სხვა საჯარო მოხელეების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე.
აქვე მოგახსენებთ, რომ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული საჯარო მოხელეების მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ოთხივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 4 დაზარალებულის დარღვეული უფლება. ოთხივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული 4 ა/მანქანა, 1 უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და 35 000 ლარამდე ღირებულების ოქროს 48 ნაკეთობა", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა