ერთხელაც, ქალი მძიმედ ავად გახდა. გადაწყვიტა, მეუღლესთვის საიდუმლოს შესახებ დეტალურად მოეყოლა და სთხოვა, ყუთი საავადმყოფოში მიეტანა.
ქმარი სახლში წავიდა. აიღო ყუთი, გახსნა და ნახა, რომ შიგნით იდო 2 ცალი თოჯინა და 95 000 დოლარი! კაცმა გაკვირვებულმა ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს.
„როდესაც დაქორწინებას ვაპირებდით, ბებიამ მითხრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბედნიერი ქორწინება კამათისა და უსიამოვნების გარეშე. მან მე მირჩია, თუ შენზე გავბრაზდებოდი, შენთან არ მეკამათა, უბრალოდ, ჩუმად დავმჯდარიყავი და თოჯინა მომექსოვა. ეს მე სიმშვიდეში მომეხმარებოდა“ – უპასუხა ქმარს ქალმა.
მამაკაცი უსაზღვროდ ბედნიერი იყო. ყუთში მხოლოდ ორი თოჯინა იდო... აღმოჩნდა, რომ მთელი ამდენი წლების მანძილზე, მას მეუღლე მხოლოდ ორჯერ გაუბრაზებია.
„მაგრამ ფული? საიდან გაქვს ამდენი ფული?“ – შეეკითა გაკვირვებული კაცი.
„აჰ, ეს თანხა... ეს ფული მოქსოვილი თოჯინების გაყიდვისას დავაგროვე…“ -უპასუხა ქალმა ღიმილით.
მასალის გამოყენების პირობები






