მისი თქმით, ქვეყნის მთავარ პრობელმას კორუფცია და კორუმპირებული ჩინოვნიკები წარმოადგენენ. სააკაშვილმა უკრაინაში რადკალური რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუკი ქვეყანა განვითარებას ამ ტემპით განაგრძობს, დაახლოებით 15 წელი დაჭირდება იმ მდგომარეობამდე დაბრუნებას, რომელიც ვიქტრორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს იყო.
„უკრაინის ეკონომიკური განვითარების დონე, აფრიკული გაბონის დონეს მიუახლოვდა. უკრაინის მშპ 184 მილიარდიდან 115-მდე შემცირდა. რა არის ეს? ეს არის ის, რომ ქვეყნის რეაბილიტაციისთვის სწრაფი და რადიკალური რეფორმები გვჭირდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო მმართველობის პაუხისმგებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით , პირადი ურთიერთობები ქვეყნის მართვისას პრიორიტეტი არ უნდა იყოს.
„როდესაც საქმე სახელმწიფო სამსახურს ეხება, რა შუაშია მეგობრობა?! დღემდე ვმეგობრობ, სანდრო კვიტაშვილთან, მაგრამ მე თავად ვურჩიე გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა. არა იმიოტომ , რომ ქრთამს იღებდა, უბრალოდ თავი ვერ გაართვა იმ მაფიას, რომელსაც დიდი ხანია სამინისტრო ხელში ჰყავს. დაწერა განცხადება, თუმცა არ დაუკმაყიფილეს და ამასაბოშაი მისი „გარემოცვა“ პაციენტების მოტყუებად განაგრძობდა“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინელმა ხალხმა ქვეყანა კორუპირებული ჩნოვნიკებისგან, ოლიგარქებისგან უნდა დაიბრუნოს.
„ამ ხალხს (ოლიგარქები) საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფებები ჰყავთ, ჰყავთ თავიანთი ბანდები და კრიმინალები..... იმ შეცდომები აღარ განმეროდება, რომლებიც საქართველოში იყო. ის, შეცდომა, რაც მე საქართველოში დავუშვი, რომ ყველა ოლიგარქი არ ჩავსვით, რადგან ვფიქრობდი, რომ სქმეს გააკეთებდნენ, ამას უკრაინაში არ დავუშვებ. ყველა ოლიგარქი როცა ციხეში იქნება, ოლიგარქ-რევანშისტები არ იარსებებენ, რადგან ოლიგარქები საბოლოო ჯამში არიან რუსეთის მოკავშირეები"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






