"2008 წლის ომი, კრემლიდან ვიღაც „ნაბიჭვრის“ სატელეფონო ზარით დაიწყო"
მსოფლიო - 14:30, 12 Sep, 2015     9134
"2008 წლის აგვისტოს ომი, კრემლიდან, ვიღაც „ნაბიჭვრის“ მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარით დაიწყო" - ამის შესახებ წარმოშობით ქართველმა, რუსეთში მოღვაწე ჟურნლისტმა და შოუმენმა, ოთარ კუშანაშვილმა „რადიო ამბების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„აღმოსავლეთ უკრაინის ომი დაიწყო კრემლში და კრემლშივე უნდა დასრულდეს. ისევე როგორ, 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, კრემლიდან, ვიღაც „ნაბიჭვრის“ მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარით. იმასაც კი ვხვდები, რა ჰქვია იმ „ნაბიჭვარს.“ რაც კრემლში დაიწყო, დღემდე გრძელდება. ეს საშინელება, თუმცა ფაქტია, რადგან ოსები და ქართველები ჯერაც ერიდებიან ერთმანეთს. გასაგებია, მათ ზღუდავთ გარკვეული სტანდარტები, მაგრამ ოსებს ქართველებთან მეგობრობა არ სურთ. ეს 2008 წლის სამი დღეა, მაგრამ ჩვენ ახლა თითქმის მუდმივი ომის შესახებ ვსაუბრობთ" - განაცხადა კუშანაშვილმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი კრემლის მიერ იყო ინსპირირებული, შედეგად კი რუსეთმა ყირიმის უკანონო, დანაშაულებრივი, მაგრამ დროებითი ანექსია მოახდინა.

„ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება და რუსი და უკრაინელი ხალხი „შერიგდება,“ თუმცა ამას დრო სჭირდება. ის სიძულვილი, რომელიც უშიშროების ყოფილმა პირებმა დათესეს, ხალხს ერთმანეთის დახმარების საშუალებას არ აძლევს. ეს გააკეთეს პოლიტიკოსებმა" - აღნიშნა ჟურნალისტმა.

უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, პუტინის მიმართ კრიტიკა კუშანაშვილს არაერთხელ გამოუთქვამს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42