ჩინეთმა და ამერიკის შეერთბულმა შტატებმა ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას. შტატებმა უკვე მიიღო რვა შეკვეთილი გიგანტი ტანკერიდან პირველი, რომელიც გამოიყენება ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის.
ამავე დროს, ჩინეთის მაღალი რანგის სახელმწიფო მრჩევლის განცხადებით, პეკინი ითხოვს კრემლისგან, მასშტაბური მიგრაციის დაშვებას, საკანონმდებლო გარანტიებით, ბაიკალის მხარეში.
რუსეთისა და ჩინეთის ურთიეთობებში ყველაფერი ნათელია. ეს არის ,,მშვიდობიანი ექსპანსია“ - და ეს ომიც რუსთმა უკვე წააგო. პუტინმა მოაწერა რა ხელი უამრავ წამგებიან ხელშეკრულებას, რუსეთის ფედერაციას უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვა, რუსეთის ეკონომიკა უბრალოდ ვერ გაუძლებს ამ ეტაპზე სანქციებს და ჯარიმებს, რომელიც მოსალოდნელია წამგებიანი ხელშეკრულებების დარღვევის შემთხვევაში. გარდა ამისა, რუსეთის ნავთობკომპანიებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, დასავლური სანქციების ფონზე, ჩინურ აღჭურვილობას.
რაც შეეხება, გაზის ტანკერებს, თუ ვინმესთვის კიდევ არსებობს კითხვის ნიშნები, შეიძლება მარტივად ავხსნათ - ნორვეგიული "Gasco" უკვე ნახევარი წელია ევროპაში "გაზპრომზე" 30%-ით მეტ გაზს ყიდის, "Ineos Olefins & Polymers" ერთ-ერთი მსხვილი ნავთობ პროდუქტების მწარმოებელი ევროპული კომპანია, (რომელიც "Evergas" პარტნიორია, ხოლო ეს უკანასკნელი სწორედ, რომ ჩინური ტანკერებით, შტატებიდან მეთანის გადაზიდვას განახორციელებს) სულ რაღაც 2-3 წელიწადში სრულად განდევნის რუსულ გაზს ევროპიდან.
ბოლოს, მსოფლიოში ყველაზე განვითარებადი გაზის ბაზარი, ინდოეთი-პაკისტანი-ირანი სრულ ალყაშია, ის სრულად გამიჯნულია რუსეთისგან ჩინეთის მიერ და როგორც ადრე იგეგმებოდა, რეგიონალური გაზსადენი უკვე აღარ არის რუსულ-ჩინური, არამედ პაკისტანურ-ჩინური გაზსადენია.
რუსი ექსპერტების აზრითაც კი, მალე, შესაძლოა, რუსეთს საერთაშორისო ბაზარზე ისეთი სიტუაცია შეექმნას და ეს რეალობაა, რომ დღეს უკვე ერთმა რიგითმა გაზის ექსპორტიორმა, თავისი ნავთოპროდუქტების გატანა საერთოდ ვერ მოახერხოს და ფაქტობრივად შიდა ბაზრის ფასებში მოუწიოს ჩინეთისთვის მიყიდვა.
შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთმა ზედმიწევნით ოსტატურად შეასრულა ის იაპონური ტრადიცია, რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ ლავროვმა შეახსენა იაპონიის პრემიერს. თანამედროვე მსოფლიომ იხილა რუსული ხარაკირი, პუტინმა თვითონ შექმნა ყველა ის პირობა, რამაც რუსეთის ეკონომიკა ერთი ხელის მოსმით სრულ კოლაფსამდე მიიყვანა და ეს ყველაფერი პიარ ლოზუნგებისთვის "Крым наш!" და "NАТО угроза!".
მოამზადა ხატია ლაღიძემ
მასალის გამოყენების პირობები






