ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლომ პროკურატურის მოწმე ავთანდილ ჭოლოკავა დაკითხა.
ჭოლოკავას განცხადებით, მან თავდაცვის უწყებას უფასოდ იმ საქმის შესრულება შესთავაზა, რომელშიც სამინისტრომ რამდენიმე მილიონი გადაიხადა და რომლის გამო, ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი აქვთ წარდგენილი. დაცვის მხარეს ინტერესდება რის ხარჯზე სთავაზობდა ჭოლოკავა უფასო ინტერნეტს უწყებას. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდეს.
დაცვის მხარის ინფორმაციით, თავის დროზე ჭოლოკავა ირაკლი ალასანიას უფასო მომსახურებას იმის ხარჯზე სთავაზობდა, რომ საქართველოს თავდაცვის ბოჭკოვანი კაბელი რუსეთის ფედერაციაზე გაივლიდა.
„მის გეგმებში შედიოდა, რომ მაგისტრალის სადენი შეერთებულიყო რუსეთის ფედერაციასთნ და აღნიშნული მაგისტრალი გასაიდუმლეობულია და ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას“, - ამბობს დაცვის მხარის ადვოკატი ლევან სამუშია.
ადვოკატებში ეჭვს ავთანდილ ჭოლოკავას წარსულიც იწვევს. მათი ინფორმაციით, მოწმე წლების წინ кгв-სთან აქტიურად თანამშრომლობდა. ჭოლოკავამ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის სახლში კავშირგაბმულობის სისტემის დროს მისი ნამუშევარი кгв-ს მეცხრე განყოფილებამ ჩაიბარა. თუმცა ის ჯაშუშობის ბრალდებას გამორიცხავს.
ასევე ცნობილია, რომ მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან ჭოლოკავას შეხვედრა ირაკლი სესიაშვილმა დაგეგმა. შუამავლის როლს თავად სესიაშვილიც ადასტურებს,
მასალის გამოყენების პირობები






