მთავრობის საქმიანობის მოლოდინის ინდექსი 5 პუნქტით დაეცა - IPM-ის კვლევა
პოლიტიკა - 17:22, 11 Sep, 2015     2821
აიფიემი აგრძელებს მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. მცირე შეხსენებისათვის, ჩვენ ვზომავთ მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, რაც სხვა არაფერია, თუ არა მთავრობის მიმდინარე საქმიანობის შეფასება. ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში იზომება მთავრობის საქმიანობის ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც ჩვენ წარმატების მოლოდინის ინდექსს ვუწოდებთ, და ამ ორი მაღლა აღწერილი ინდექსის ბაზაზე ითვლება მთავრობის რეიტინგი მისი ცალკეული საქმიანობების მიხედვით. სხვა ტექნიკური ინფორმაცია იხილეთ სტატიის ბოლოს.

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსმა თითქმის ყველა მიმართულებით იკლო წინა თვესთან შედარებით, განსაკუთრებით პოლიციის დარგში (-3 პუნქტი). განათლების და ხალხისადმი მთავრობის დამოკიდებულების მხრივ ინდექსმა ორი პუნქტით დაიწია. საგარეო ურთიერთობის სფეროში შეინიშნება ორსაფეხურიანი წინსვლა, თუმცა ინდექსი კვლავ უარყოფითია.

GS Index - მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

შედარებითი გრაფიკი

წარმატების მოლოდინის ინდექსი

პირველ რიგში, აღსანიშნავია, ჯანდაცვის სფეროში წარმატების მოლოდინის ინდექსის დაწევა, პირველად, ბოლო თვეების განმავლობაში. საქმიანობის ეფექტურობის ინდექსისგან განსხვავებით, მოლოდინის ინდექსი განათლებას და მეცნიერების სფეროში 2 საფეხურით გაიზარდა.

დანარჩენი საკვლევი მიმართულებებით, წარმატების მოლოდინის ინდექსი ინარჩუნებს მეტ-ნაკლებ სტაბილურობას - წინა თვესთან სხვაობა არ აღემატება +1/-1-ს, რაც კვლევის ცდომილების ფარგლებში ჯდება.

GS Index - წარმატების მოლოდინის ინდექსი

შედარებითი გრაფიკ

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ, მაღლა მოცემული ორი ინდექსური ბაზის საფუძველზე ვადგენთ მთავრობის საქმიანობის რეიტინგს.

დაბლა მოცემულია გრაფიკი, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთავრობის რეიტინგი ინარჩუნებს სტაბილურად დაბალ მაჩვენებლებს. ჯანდაცვის სფერო ისევ დადებითად გამოირჩევა სხვა მიმართულებების ფონზე, თუმცა დაწეულია ერთი პუნქტით. თითქმის ყველა საკვლევ სფეროში ცვლილებები,ივლისთანშედარებით, არ არის, მხოლოდ სამ დარგში - ჯანდაცვა, პოლიცია და მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი, ინდექსმა ერთი ერთეულით იკლო.

GS Index - მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

შედარებითი გრაფიკი

ტრადიციულად, გიჩვენებთ ცხრილს, სადაც მოცემულია თითოეული მიმართულებით მთავრობის საქმიანობის რეიტინგისდინამიკა ბოლო 6 თვისგანმავლობაში.

როგორც ვხედავთ, თვეების მიხედვით, სურათი მნიშვნელოვნად არ იცვლება. ჯანდაცვის სფერო საგრძნობლად გამოირჩევა სხვა საკვლევ დარგებისგან. ასევე, სხვებთან შედარებით, მაღალი ინდექსი ფიქსირდება პოლიციის და ადამიანის უფლებების სფეროებში.

ინდექსების საერთო საშუალო მაჩვენებელი

ქვემოთ გრაფიკებზე მოყვანილია, თვეების მიხედვით, ინდექსების საერთო საშუალო მაჩვენებელი ყველა საკვლევი მიმართულებით. როგორც ვხედავთ, ინდექსის საშულო მაჩვენებელი, როგორც მიმდინარე საქმიანობისთვის, ასევე მოლოდინის მხრივნულის ქვემოთ იმყოფება, რაც საერთო ჯამში მოქმედებს მთავრობის რეიტინგის ინდექსზე, რომელიც საკმაოდ დაბალია - ბოლო 6 თვეში მაქსიმალური მაჩვენებელი აღწევს მხოლოდ 8.8 ნიშნულს 100 ბალიან შკალაზე.

ტექნიკური ინფორმაცია

კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
წარმატების მოლოდინის ინდექსი
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2015 წლის აგვისტოს თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:

ჯანდაცვის სფერო
განათლება და მეცნიერება
ეკონომიკური საქმიანობა
დასაქმება
სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე)ზრუნვა
საგარეო ურთიერთობები
ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი
პოლიცია
ადამიანის უფლებები
მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი

ინდექსების განმარტება, ტერმინოლოგია

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე.

წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება კმაყოფილებას მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42