„რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებისგან დაუყოვნებლივ ძლიერი პასუხი არ მიუღია, კრემლი მეორე ნაბიჯისკენ წაიყვანა. რუსეთის ე.წ. „მწვანე მამაკაცები“ ახლა სირიაში ინერგებიან“ - განაცხადა პოროშენკომ.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სირიაში, რუსული სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით თანახმად, იმ თვითფრინავებს, რომლებსაც რუსეთი სირიის მიმართულებით აგზავნის, ჰუმანიტარული დახმარება და ის სამხედრო პროდუქცია გადააქვს, რომელსაც სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს. რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, რუს სპეციალისტებს სირიაში ყოფნა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის ხასიათს ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები






