მაშინ, როდსაც ქალაქ როსკოში, მიგრანტთა ნაკადმა პოლიციის კორდონი გაარღვია, ლასლომ ერთ-ერთ ბავშვიან მამაკაცს ფეხი დაუდო და წააქცია, რის გამოც კორესპოდენტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მისი თქმით, არეულობის გამო პანიკაში ჩავარდა და მიგრანტი გაუცნობერებლად წააქცია.
„როდესაც ამ კადრებს ვუყურებ არ მჯერა, რომ ეს ვარ. არც უგულო ვარ და არც რასისტი. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ძალიან ვწუხვარ. როდესაც მიგრანტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და მათი ნაკადი დაიძრა, პანიკაში ჩავვარდი, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი “ - განაცხადა ლასლომ ერთ-ერთ უნგრულ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში.
ჟურნალისტებმა კი იმ მიგრანტის ვინაობა გაგიეს, რომელიც კორესპოდენტმა წააქცია. როგორც აღმოჩნდა, ოსამა ალ-აბდ ალ-მოჰსენი, სირიის საფეხბურთო პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გუნდის al-Fotuwa SC-ის მწვრთნელი იყო.


მასალის გამოყენების პირობები






