ექსკლუზიური ინტერვიუ თურქ ჟურნალისტთან: ,,მოსახლეობა სამოქალაქო ომის მოლოდინშია“
მსოფლიო - 19:32, 10 Sep, 2015     6558
მსოფლიო მედიის ყურადღება თურქეთისკენაა მიმართული. ქყვეყანა საქოქალაქო ომის ზღვარზეა. თუქრეთის ქუჩებში ამ წუთებშიც ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. დემონსტრანტთა ჯგუფები, რომელთა დევიზია „სიკვდილი ქურთებს“, თავს ესხმიან ქურთების ოფისებსა და მაღაზიებს.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქურთების მუშათა პარტიის" მებრძოლებმა 14 სამართალდამცველი მოკლეს. მომხდარის შემდეგ ნაციონალისტები თავს დაესხნენ ქურთების მხარდამჭერი პარტიის ოფისს და გადაწვეს ის ობიექტები, სადაც ქურთბი არიან დასაქმებულნი.


თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე „ნიუპოსტი“ თურქული ყოველდღიური ახალი ამბების „Bugun“-ის რედაქტორს - ემრა ულკერს ესაუბრა.

გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ჟურნალსიტთან, რომელმაც ჩვენთან ვრცლად საუბარი პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო ვერ შეძლო.

- როგორია, თქვენი, როგორც ადგილობრივი ჟურნალისტის შეფასება თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აქვე როგორია მთავრობის პოზიცია იმ ვითარებაზე რაც თქვენს ქვეყანაშია შექმნილი?

- არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაპირისპირება თურქეთის ხელისუფლებასა და „ქურთების მუშათა პარტიას“ შორის აქტიურ ფაზაში შევიდა. მოგეხსენებათ, ჩატარებული არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, ვერ მოხერხდა ვერც კოალიციური მთავრობის შექმნა და დაინიშნა ახალი არჩევნები. ისედაც კრიტიკული ვითარების ფონზე, როდესაც ერთ დღეში 16 თურქ სამხედროს კლავენ, ვითარება მკვეთრად დაიძაბა. მთავრობის განცხადებების თანახმად, ისინი ტერორიზმის წინააღმდეგ ახორციელებენ ქმედებებს. ორმხრივ შეტაკებებს კი უკვე ასობით ადამიანი შეეწირა.

- რას იტყვით მოსახლეობის განწყობის შესახებ? პრესაში იწერება მოსალოდნელ სამოქალაქო ომზე...

- როგორც იცით, ქვეყანაში ტერორისტული აქტების დიდი რაოდენობის გამო, მოსახლეობა მუდმივ შიშშია. მოსახლეობა შეშინებულია ახლაც. ისინი სამოქალაქო ომის მოლოდინში არიან. სიტუაციის დესკალაციის მიუხედავად, ვიმედოვნებ, რომ სამოქალაქო ომი არ იქნება.

- დაძაბული სიტუაცია მოახდენს გავლენას ეკონომიკაზე?

- ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქვეყნის ეკონომიკაზე მოახდენს გავლენას. დაძაბული ვითარებისა და შესაძლო ომის გამო ტურისტთა დიდი ნაწილი უარს იტყვის თურქეთში ჩამოსვლაზე, რაც ეკონომიკას დიდი დარტყმას მიაყენებს, დაიხურება ბიზნესები. ეს თურქეთის დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეს წამრმოადგენს.

ცბობისთვის, 15 აგვისტოს თურქეთში ქურთთა კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი შესრულდა, რომელსაც საერთო ჯამში 40,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42