ამის შესახებ „როიტერი“ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით იტყობინება.
პენტაგონის ინფორმციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ოფიციალურმა მოსკოვმა საზღვაო ქვეითთა მცირე რაზმიც გადასხა.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი დიდი ხანია ამარაგებს სირიას იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით, რაც ორმხრივი კონტრაქტის საფუძველზე ხორციელდება.
"გარდა ამისა, სირიაში მუშაობენ რუსი სამხედრო ექსპერტებიც. ეს ყველაფერი კი ემსახურება ტერორიზმის წინააღმდგე ბრძოლას. ტერორისტული საფრთხეები სირიასა და ერაყში ბოლო ხანებში უპრეცედენტოდ გაიზარდა"- განაცხადაზახაროვამ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, მოვლენებს თვალ-ყურს ადევნებს.
მასალის გამოყენების პირობები






