დაკავებულის ოჯახის წევრები პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებენ - აქცია ქობულეთში
სამართალი - 12:10, 10 Sep, 2015     2209
ქობულეთში, პოლიციის განყოფილებასთან აქცია გაიმართა. შეკრებილებმა რომან კეკიაშვილის დაკავება გააპროტესტეს. დაკავებულის ოჯახის წევრები და ნათესავები აცხადებენ, რომ მას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

რომან კიკეიშვილის დაკავებაში ოჯახის წევრები და ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქობულეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ირაკლი შაქარაშვილს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, დაკავებულს ჩაუტარდა ნარკოტესტი, მაგრამ მას არავითარი ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოაჩნდა.

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონულმა სამმართველომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება წარსულში ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული რომან კ-ს მიმართ, რომელიც ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

სამართალდამცველებმა რომან კ. მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ქალაქ ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, N26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას 2 აბი და ნატეხი, ასევე, ფხვიერი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,024 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42