"ჩემი ქმარი ყოფილ შეყვარებულთან შერიგებას აპირებს"
ეს საინტერესოა - 19:35, 09 Sep, 2015     10208
გაზაფხულზე გავთხოვდი. თითქმის მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს მე და თემო. ჯერ არ ვაპირებდი გათხოვებას, მაგრამ, თემო იმდენს მეხვეწა და ისე მეფიცებოდა სიყვარულს, ბოლოს მეც დავთანხმდი. საქორწინო მოგზაურობაში მაშინ ვერ წავედით რაღაც მიზეზების გამო, სამაგიეროდ, ივლისის დასაწყისში გავემგზავრეთ ეგვიპტეში – თან იაფი ჯდებოდა და თან ძალიან საინტერესო იყო.
ძალიან ბედნიერი ვიყავი. სიყვარულისგან და სიხარულისგან დავფრინავდი. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ იქ უამრავი ქართველი ვნახეთ და მათ შორის ბევრი იყო ნაცნობი. პრინციპში, ამას მოველოდი კიდეც, მაგრამ ერთ ქართველ წყვილთან შეხვედრის შემდეგ თითქოს ქმარი შემიცვალეს: სულ მოღუშული და დაბოღმილი იყო; ყველაფერზე ღიზიანდებოდა და ნერვები ეშლებოდა; ყოველ სიტყვაზე მიშარდებოდა და მეჩხუბებოდა, მოკლედ, აშკარად ნერვებს ვუშლიდი და ვაღიზიანებდი, მაგრამ არ იცოდა, როგორ მოვეშორებინე თავიდან.
ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რა დაემართა, რატომ შევძულდი ასე სწრაფად. ძალიან ბევრი ფიქრისა და დედუქციის მეთოდის გამოყენების შემდეგ კი იმ დასკვნამდე მივედი, რომ თემოს სწორედ იმ დღიდან აერია ტვინი, ქართველი ცოლ-ქმარი – ნათია და გური რომ გავიცანით. თავიდან თითქოს ორივე მომეწონა, განსაკუთრებით – ნათია. მერე შევამჩნიე, რომ გური ძალიან ხშირად არ გამოიყურებოდა ადეკვატურად, რის გამოც ნათია სულ დაძაბული იყო ხოლმე და ცდილობდა, ქმრის გარეშე ევლო ყველგან. სად ახერხებდა გური ამ შუაგულ ეგვიპტეში ნარკოტიკის შოვნას, აზრზე არ ვარ, მაგრამ, რაც იქ ვიყავით, ალბათ, სულ ერთი-ორჯერ ვნახე ფხიზელი. ძალიან შემეცოდა ნათია და ვუთხარი კიდეც ეს თემოს, რაზეც ისეთი მძაფრი რეაქცია ჰქონდა, გამიკვირდა კიდეც. ერთ საღამოს კი დავინახე და გავიგონე კიდეც, როგორ ეჩხუბებოდა თემო აცრემლებულ ნათიას ქუჩაში – ამ სირზე (ბოდიშს გიხდით უწმაწურობისთვის) როგორ გამცვალე, ყველაფერი ახია შენზე, ახლა ნუღარ მთხოვ დახმარებასო. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გავიგე, თურმე, დახმარებას კი არა, დაბრუნებას სთხოვდა (ალბათ, მიხვდით, რომ ნათია თემოს ყოფილი შეყვარებული აღმოჩნდა, რომელიც მას სწორად იმ ნარკომანის გამო დაშორებია, ახლა კი ნანობდა თავის არასწორ არჩევანს და ცდილობდა, თუნდაც ჩვენი ოჯახის დანგრევის ფასად, ისევ დაებრუნებინა თემო.
მე არ მითქვამს თემოსთვის, რომ მათი საუბარი თუ საქმის გარჩევა გავიგონე. იმ ამბიდან მეორე თუ მესამე დღესვე დავბრუნდით თბილისში, რადგან, თურმე, ნათია და მისი ქმარიც ბრუნდებოდნენ. იმ დღიდან ჩემი ქმარი თბილად აღარ დამლაპარაკებია. დილიდან საღამომდე (როცა სახლშია) თავის ოთახშია ჩაკეტილი და აშკარად იმ ნათიას ელაპარაკება სკაიპით. არ ვიცი, იმას ვერ იშორებს თავიდან თუ თვითონ აპირებს მასთან დაბრუნებას, მაგრამ, ჩვენ რომ გაგვიფუჭდა ურთიერთობა, ამას წყალი არ გაუვა.
მე მაინც ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და არ მინდა ოჯახის დანგრევა, თუმცა, გამოგიტყდებით, რომ ასე ცხოვრებაც აღარ შემიძლია. კიდევ რამდენიმე დღეს ვაცლი გონზე მოსასვლელად და, თუ თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა, უფრო სწორად, ვისთან უნდა ცხოვრება, მე მივაღებინებ გადაწვეტილებას – აირჩიოს ის, ვინც ერთხელ უკვე უღალატა, ერთხევლ უკვე უარყო და ახლა მხოლოდ იმიტომ უნდა მისი დაბრუნება, რომ იმ არარაობისგან დაიხსნას თავი და, მერე, თუ კიდევ გამოჩნდება ვინმე თემოზე უკეთესი, ისევ უღალატოს და მიატოვოს. მე კი აღარ მინდა ისეთ კაცთან ცხოვრება, რომელიც ლამის 30 წლის ასაკშიც კი ვერ გარკვეულა, ვინ უყვარს და ვისთან უნდა ყოფნა.

ეკო, 23 წლის.

წყარო: თბილისელები




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42