პროკურატურა კახა მამულაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლა. სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულ კახა მამულაშვილს პატიმრობა 15 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.
მამულაშვილს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება. გრძელდება საქმის არსებითი განხილვა და მორიგი სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს არის ჩანიშნული", - ნათქვამია განცხადებაში.
კახა მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან ცოტა ხნის წინ გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.
სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პროდიუსერი, მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე კახი მამულაშვილი -"მამულიჩაა" ორი თვის წინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






