კოლუმბიის უწყებათშორისი დელეგაცია შსს-ში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
სამართალი - 15:05, 09 Sep, 2015     1204
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითრების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ის და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები კოლუმბიის რესპუბლიკის უწყებათშორისი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ექვსი სხვადასხვა უწყების: კოლუმბიის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სამინისტროს, შემოსავლების და საბაჟო სამსახურის, სამოქალაქო რეესტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის, უსაფრთხოებისა და გადაუდებელ საქმეთა სააგენტო „123“-ის, სანოტარო და რეგისტრაციის სამსახურის და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები.

კოლუმბიის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის მიზანია ქართველი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და ბოლო წლებში გატარებულ სტრუქტურული რეფორმების გაცნობა, რომელთა შედეგადაც დამკვიდრდა წარმატებული პრაქტიკა ელექტრონული მმართველობის, ბიუროკრატიის შემცირებისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კოლუმბიის დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. სტუმრები ასევე გაეცნენ სსიპ საგანგებო სიტუაციბის მართვის სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“-ის და მომსახურების სააგენტოს საქმიანობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42