მსახიობმა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები 7 წლის გოგონას სასტიკ გაუპატიურებაზე ისაუბრა.
„კარგად მახსოვს პატარა გოგონას თვალები, რომელიც დაახლოებით 7 წლის იქნებოდა. იჯდა და ცრემლმორეული კედელს შეჰყურებდა. ბავშვი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებმა გააუპატიურეს. არ ვიცოდი მისთვის რა მეთქვა, როგორ დავლაპარაკებოდი. მისი შეხებისაც კი მეშნოდა. რეალურად, გოგონა ცოცხალი იყო, თუმცა ასე ნამდვილად არ გამოიყურებოდა. ამის ყურება შეუძლებელია. მე აბსოულუტურად უმწეო აღმოვჩნდი, ვერაფრით შევძელი მისი დახმარება“ - განაცხადა ჯოლიმ.
მისივე თქმით, ის შეხვდა 13 წლის ერაყელ გოგონასაც, რომელმაც ისაუბრა, როგორ დაამწყვდიეს პატარა ოთახში და გაუპატიურეს.
„ფიზიკურ ძალადობაზე უარესი, მორალური დამცირებაა. ჯიჰადისტები მათ ყიდიან, როგორც მონებს. აწესებენ ფასებს და ვაჭრობენ“ - დასძინა ჯოლიმ.
ჰოლივუდის მსახიობმა „ისლამურ სახელმწიფოს“ მსოფლიოს ყველაზე საშინელი კოშმარი უწოდა და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოების ლიდერებს, ერაყსა და სირიაში მათ ქმედებებზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
"ისინი "გაუპატიურების პოლიტიკას" იყენებენ, რადგან იციან, ეს განადგურების ყველაზე ეფექტური იარაღია" - განაცხადა ჯოლიმ.
ბრიტანეთის დედოფალმა, ანჯელინა ჯოლი საპატიო -„სამეფო ქალბატონის“ ტიტულით დააჯილდოვა, კონფლიქტების ზონაში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობისთვის.
ქეთა მოსიძე
მასალის გამოყენების პირობები






