4-6 სექტემბერს, თურქეთშის სტამბულში გაიმართა Open Istanbul (premier league) 2015, რომელიც უშუალოდ სტამბულის მერის კადირ ტოპბასის პატრონაჟით ჩატარდა, სადაც 50 ქვეყნის ათასამდე მხოლოდ საუკეთესო კარატისტი ასპარეზობდა.
Open Istanbul (premier league) 2015-ის მნიშვნელობა ძალზედ დიდია მსოფლიო კარატეს სივრცეში, რადგან მონაწილეს და, რა თქმა უნდა, გამარჯვებულებს, გარკვეული სარეიტინგო ქულები ერიცხება მსოფლიოს ფედერაციიდან. ასევე დიდ მოტივაციას ქმნიდა საპრიზო ფონდი.
„სტამბულის პრემიერ ლიგა ერთ-ერთი მაღალი რანგის საერთაშორისო ჩემპიონატია, რომელზედაც მხოლოდ რჩეულები ასპარეზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი უფროსებში მხოლოდ 5 სპორტსმენისგან შედგებოდა, საერთო ჩათვლაში მაინც მესამე საპრიზო ადგილის მოპოვება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მამაკაცების 5 წონითი კატეგორიაში ჩვენი ხუთივე სპორტსმენი შევიდა ათეულში, აქედან ჰენრი ვეკუა თავის წონაში (-75კგ) 1 ადგილი მოიპოვა, გოგიტა არქანია (-84კგ) 3 ადგილს დასჯერდა. ჰენრი ვეკუამ ნამდვილად გვასახელა და ამით ვამაყობთ მთელი ქართული კარატეს სამყარო. აქვე დავამატებ, რომ ყოველი ორთაბრძოლა, საინტერესო, დაძაბული და აზარტული იყო და ისევ დიდი გულშემატკივრობა და პატივისცემა დაიმსახურა ჩვენმა გუნდმა.
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიის სპორტის სამსახურს, ბატონ გიორგი არეშიძეს და სპეციალური მოწვევა გადავცე სტამბულის მერიისგან შემდეგი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გასაღრმავებლად. აქვე, ქართული კარატეს გულშემატკივრებს გავახარებთ, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს პირველად საქართველოში ჩატარდება სუპერ ლიგა გაიმართება, სადაც მხოლოდ რვა კარატისტი იასპარეზებს. საპრიზო ფონდიც შედგა და ვეცდებით მეტი მაღალი დონის მსგავსი ასპარეზობა შევთავაზოთ ქართველ გულშემატკივარს. ეს სუპერ ლიგა პირდაპირი ეთერით გადაიცემა“, - განაცხადა სტამბულიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
მასალის გამოყენების პირობები






