„საქართველოს ბანკი“ სებ-ის პრეზიდენტის ინიციატივას დადებითად აფასებს და მზად არის სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს.
ამის შესახებ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ბალავაძემ განაცხადა.
„საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს თებერვლიდან შესთავაზა, რომ ვისაც სესხი ჰქონდა აღებული დოლარში, რესტრუქტურიზაცია გაეკეთებინათ, რაც იმას გულისხმობს, რომ არ იზრდება სესხის პროცენტი და მომხმარებელი არ იხდის საკომისიოს. ასეთი შეთავაზებით დაახლოებით 800-მა ადამიანმა ისარგებლა. რესტრუქტურიზაცია დღესაც მისაღებია,“ - აცხადებს ბალავაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წინადადებით მიმართავს კომერციულ ბანკებს, რომ მოსახლეობისთვის უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს გადახედონ.
გიორგი ქადაგიძის თქმით, კერძო სექტორს ამის ვალდებულება არ აქვს, რომ მოქალაქეებს გარკვეული შეღავათები გაუწიოს და ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ის ასევე მიმართავს ბანკებს, რომ პრობლემური სესხების შემთხვევაში ლოიალური მიდგომა გამოიჩინონ.
მასალის გამოყენების პირობები






